reportiori.ge - ალიკა ტალიური: საქართველო არ უნდა გახდეს დაპირისპირების საგანი, ამასთანავე სტრატეგიული ინტერესები უნდა შენარჩუნდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:08
საზოგადოება
ალიკა ტალიური: საქართველო არ უნდა გახდეს დაპირისპირების საგანი, ამასთანავე სტრატეგიული ინტერესები უნდა შენარჩუნდეს!
29 ნოემბერი, 2013. 16:40

„მომდევნო ერთი წლის მანძილზე რუსეთის მხრიდან რასაკვირველია, მოსალოდნელია ადექვატური რეაგირებები. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა წინასწარი სათანადო პროცესების განხორციელებით. ოქროს შუალედის მოძებნა რუსეთთან და ევროკავშირთან, საკმაოდ რთული იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის, მაგრამ აუცილებელი", - ეს განცხადება „რეპორტიორთან" საუბარში ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარმა ალიკა ტალიურმა გააკეთა.


როგორც მკვლევარი აცხადებს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მსჯელობის დაწყებისთანავე, პროექტი ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა.

 

„ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს არაერთ რეგიონს და ითვალისწინებს არა მარო ეკონომიკურ, არამედ, პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს. საწყის ეტაპზე პროექტში მონაწილეობდა სასტარტო შემადგენლობა 6 სახელმწიფოს მონაწილეობით - მოლდავეთი, უკრაინა, ბელორუსია და 3 სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები - საქართველო, სასომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, სამიტის წინ, ვითარებამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტთან დაკავშირებით, სახე იცვალა და შემდეგი სურათი მივიღეთ: ბელორუსია საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ამ პროექტს, სასომხეთმა უარი განაცხადა ევროკავშირის გეგმის პარაფირებაზე და მზადყოფნა განაცხადა საბაჟო კავშირის შეერთებაზე. საბაჟო კავშირი წარმოადგენს ალტერნატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტისა და მის შემადგენლობაში დღეისათვის შედის რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია. რაც შეეხება უკრაინას, ცნობილია, რომ უარი განაცხადა ასოცირების ხელშეკრულებაზე - თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე ევროკავშირთან. მოლდავეთს გააჩნია ისეთივე კონფლიქტური რეგიონი დნესტრისპირეთის სახით, როგორიც საქართველოს. ამასთან  ერთად, მათ გააჩნიათ ეკონომიკური პრობლემაც და ხელშეკრულების რატიფიცირების პირობებში, ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდება მისი ეკონომიკა, რამდენადაც ის სრულ დამოკიდებულებაში შეიძლება მოხვდეს რუმინეთის ზეგავლენის ქვეშ ეკონომიკური თვალსაზრისით, რისი ნიშნები დღეისათვის თვალსაჩინოა", - განაცხადა ტალიურმა.


მისივე თქმით, საქართველოს პარაფირება ხელმოწერილია, თუმცა, ერთი წლის მანძილზე, რატიფიცირების ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებამდე, ითხოვს ბევრი საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას. საქართველოს პრობლემატიკა არ არის ცალსახა და მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ასპექტებს.

 

„ეკონომიკური ასპექტი წარმოადგენს საქართველოში წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრების მოძიებას, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ბაზარი დღემდე რუსეთი რჩება. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, გადაუჭრელ პრობლემად რჩება საქართველოში ეკონომიკური და კულტურული დაახლოება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და მათთან დიალოგის გამართვა. ორი რეგიონის გარეშე, ძალიან რთულია საქართველოსთვის რომელიმე სტრატეგიული პროექტების განხორციელება და თანამონაწილეობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი სტრატეგიული პროექტი, განხორციელებული კავკასიის რეგიონში, საქართველოს უშუალო მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. რასაკვირველია, საქართველოს დაინტერესებაც სასიცოცხლოა ანალოგიური პროექტების მონაწილეობით. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უყურადღებოდ მოექცევა იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება კავკასიაში,  სტრატეგიულად წამგებიანი იქნება, რაც სავარაუდოდ, გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ სტაგნაციას, ასევე უნებლიე დამოკიდებულებაში მოხვედრას ეკონომიკურად ძლიერ, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან. ეს  ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, ნაციონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ პროცესების განხილვისას მაგალითისთვის აუცილებელია გავიხსენოთ „სუამის" პროექტი, მისი განვითარების ტემპებით და პერსპექტივებით", - ამბობს მკვლევარი.


მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა აუცილებლად მიმართული უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების ასპექტების და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებისკენ.


როგორც ტალიური აცხადებს, დესტაბილიზაცია კავკასიაში, ნამდვილად არ შედის არცერთი სახელმწიფოს ინტერესებში. არსებული ბალანსის დარღვევა კი შესაძლებელია მაშინ, თუ მოხდება ხელოვნური პროექტების განხორციელება.

 

„დღემდე განხორციელებული პროექტები არ ითვალისწინებდა ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოგვარებას, ძირითადად, ისინი მიზნად ისახავენ პოლიტიკური ვითარების და სხვა ასპექტების შეცვლას არაბუნებრივი მეთოდების მეშვეობით. მაგალითისთვის კვლავ „სუამის" პროექტი გამოდგება, რომელიც გადაწეულია მეორე პლანზე და მისი პერსპექტივა დღემდე გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ოქროს შუალედის მონახვა რუსეთთან და ევროკავშირთან ძალიან რთულია, იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრ ასპექტში ამ ორ ძალას გააჩნია დიამეტრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისები.

ჩვენ არ უნდა გავხდეთ დაპირისპირების საგანი, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები შენარჩუებული უნდა იყოს. რაც მთავარია, აღნიშნული პროექტები თავისი თანმიმდევრობითი განვითარებით არ უნდა ახდენდნენ გეოპოლიტიკური ბალანსის მკვეთრ ცვლილებებს. ბალანსის შენარჩუნება ჩვენთვის სასიცოცხლოა, ისევე როგორც მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, თავისი დღევანდელი მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემებით. რასაკვირველია, რუსეთის ფაქტორი მთელ ამ პროცესებში ერთერთი გადამწყვეტია და მისი იგნორირება შეუძლებელია. მას გააჩნია ამისთვის სათანადო ბერკეტებიც. საქართველოს 20% ტერიტორიის ოკუპაცია ცოცხალი მაგალითია", - აცხადებს მკვლევარი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016