reportiori.ge - ჯაბა სამუშია : „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ იაქტიუროს და შემოვიდეს ბიუროს სხდომაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:19
პოლიტიკა
ჯაბა სამუშია : „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ იაქტიუროს და შემოვიდეს ბიუროს სხდომაზე
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 14:43

საკრებულოში ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე  მთავარი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის  გადაყენება იქნება. საკრებულოს თვამჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი სახელდება ეს არის ირაკლი შიხიაშვილი , რომლის შესახებაც საუბარი აქტიურად მიდის ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა დღის ბოლოსთვის გამოიკვეთოს კიდე რამდენიმე კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.  ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო ზაალ სამადაშვილთან დაკავშირებით. ჯაბა სამუშიამ მოუწოდა  ოპოზიციას  დაესწროს  სხდომაზე და აქტიურომა გამოიჩინოს, იმ საკითხების განხილვაში რომელიც განსაზღვრულია დღის წესრიგით.  „ცნობილია რომ ჩვენი კოლეგები „ ნაციონალური მოძრაობიდან" არ აპირებენ დაესწრონ როგორც ბიუროს ასევე პლენალურ სხდომას,  ჩვენ მოუწოდებთ მათ რომ შემოვიდნენ სხდომაზე, ვინაიდან მიგვაჩნია რომ საკრებულოს მუშაობისათვის აუცილებელია რომ დღევანდელ  უმრავლესობას ჰქონდეს ოპონირება თავის კოლეგებთან.  დღეს სხდომის შმედგომ ჩანიშნულია ინტერფრაქციულ ფორმატში კონსულტაციების ბოლო ეტაპი რომლის შემდგომაც გახდება ცნობილი თუ ვინ შეილება იყოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი."- განაცხადა სამუშიამ. ამავე სხდომაზე  არ დაისმება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი, იქიდან გამომდინარე რომ დამატებითი  კონსულტაციები და შემჯამაბელი მოლაპარაკებაა საჭირო.  საკრებულოს ახალ უმრავლესობაში  ამ კითხვით კი თუ ვინ შიეძლება იყოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, უკვე დაპირისპირებაა საკრებულოს წევრებს შორის. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016