reportiori.ge - სოფელ ღოღეთში მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
კონფლიქტები
სოფელ ღოღეთში მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს
30 ნოემბერი, 2013. 13:58

ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები დღეს დილიდან გამოჩნდნენ. რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტები დაამონტაჟეს და მავთულხლარეთების გავლება განაახლეს.

 
საფორთიფიკაციო ნაგებობებისთვის გათვალისწინებული ლითონის ბოძები რუსმა მესაზღვრეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მიიტანეს და ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოებს შეუდგნენ.


მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ხორბლის ნათესები აღნიშნული მავთულხლართების გავლების შედეგად, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცევა. 


სოფლის რწმუნებული თამაზ ბერუაშვილი აცხადებს, რომ ამ მავთულხლართების მონტაჟი სწორედ იმ ადგილზე მიმდინარეობს, სადაც რუსებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებულია, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რადგან რუსი სამხედროების პროვოკაციას არ წამოეგონ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016