პოლიტიკა
ISAF-ის მისიისთვის ქართულმა ოცეულმა მზადება დაასრულა
26 ივლისი, 2013. 14:48
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის ოცეულმა ISAF-ის მისიისთვის მომზადების პროგრამა დაასრულა. საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის ჯარისკაცები სპეციალურ წვრთნებს ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციაში 8 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ავარჯიშებდნენ. I ქვეითი ბრიგადის 50 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში მისიის შესასრულებლად აგვისტოში გაემგზავრება და ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამერიკული ბაზა „ფენიქსის" დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. ოცეული ქაბულში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებს ჩაანაცვლებენ.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27