პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, სოციალურ თემებსა და ჯანდაცვაზე იქნება ორიენტირებული. როგორც უმრავლესობის წევრმა განმარტა, ბიუჯეტის განხილვას პარლამენტში კამათი მოჰყვა.
„გვქონდა ორი არჩევანი, ან გაგვგრძელებინა მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება, ან სოციალურ თემებზე გაგვეკეთებინა მობილიზება", - აღნიშნა ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველო უკვე 33-ადგილზეა ჯანდაცვაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.
„საბოლოო ჯამში, როგორც ირკვევა, მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებს მიენიჭება. 19-20 დეკემბრისთვის წარმოდგენილი ბიუჯეტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარადგენს სოციალურ თემებზე ორიენტირებული იქნება", - აღნიშნა ვოლსკიმ.