reportiori.ge - ზურაბ აბაშიძე: მავთულხლართების გავლების პროცესი დამთავრებულია, ხოლო ბანერების დამონტაჟება გაგრძელდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:07
კონფლიქტები
ზურაბ აბაშიძე: მავთულხლართების გავლების პროცესი დამთავრებულია, ხოლო ბანერების დამონტაჟება გაგრძელდება!
30 ნოემბერი, 2013. 17:00

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების პროცესის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებულია როგორც შიდა პროცესებზე, ასევე საერთაშორისო ფონზეც. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს, აბაშიძის თქმით, საჭიროა გააქტიურება როგორც ქართული მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურად ჩაბმა.



მე მაინცდამაინც დრამატიზების და კატასტროფული სცენარების შექმნის მომხრე არ ვარ, ვნახოთ, მგონი ყველაფერი კარგად იქნება, დავაკვირდეთ მოვლენებს, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შიდა პროცესები, მაგრამ საერთაშორი ფონიც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. მავთულხლართების გავლება 2009 წლიდან ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. რაც შეეხება მავთულხლართებს, მივიღე ასეთი ინფორმაცია, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად დამთავრებულია და ახლა ბანერების დამონტაჟება დაიწყეს. ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება. აუცილებლად გააქტიურებაა საჭირო ჩვენი მხრიდან, საჭიროა ამაში აქტიურად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩაბმა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016