კონფლიქტები
ფილიპ დიმიტროვი: რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმა ჟენევის მოლაპარაკებების დროს დაისმება
ავტორი: ნინი მოდრეკილი
30 ნოემბერი, 2013. 20:12
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესის განახლებას გამოეხმაურა.
როგორც დიმიტროვმა უზენაეს სასამართლოში გამართული მიღების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მავთულხლართების გაბმის პროცესის განახლებას ისინი თვალყურს ადევნებენ.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება იქ და ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების დროს დაისმება", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი სამხედროები დღეს ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდნენ და იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტები დაამონტაჟეს, მავთულხლარეთების გავლება განაახლეს.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02