უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ქვეყნის მოსახლებას მოუწოდა, რომ წინ აღუდგნენ იანუკოვიჩის დიქტატურასა და ძალადობას და პირველ დეკემბერს, 12:00 საათზე, კივეში ტარას შევჩენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან შეიკრიბნონ.
აღნიშნული მოწოდებით ტიმოშენკომ მის ქალიშვილს მიმართა.
„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ღამე. იფრინეთ, ჭამეთ, კიევის ყველა რეგიონიდან ფეხით ჩამოდით, რათა 1 დეკემბერს ყველა ერთად შევიკრიბოთ და გააკეთეთ ისე, რომ იანუკოვიჩს ჩვენი შვილების სისხლის თითოეულმა წვეთმა, დაკარგულმა ევროპულმა მომავალმა მოსვენება არც ამ ქყვენად და არც იმ ქვეყნად მისცეს. არ ელოდოთ რომ თქვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს. ეს არის ჩვენი საქმე, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი თავისუფლება. ადექით და ჩამორეცხეთ ჩვენს მოედნებს სისხლი."- ნათქვანია ოპოზიციის ლიდერის მოხსენებაში.
იულია ტიმოშენკო დედებსა და მამებს სთხოვს, რომ იანუკოვიჩის ქმედება, რომელის ბრძანებითაც „ევრომაიდანზე" მშვიდობიანი აქციით გამოსულ მათ შვილებს სასიკვდილოდ გაუსწორდნენ უპასუხოდ არ დატოვონ.
„გაერთიანდით და თქვენსავე სახელწიფოში აღადგინეთ სამართალი. ძალაუფლება თქვენს უნდა აიღოთ ხელში."- მოუწოდებს საზოგადოებას იულია ტომოშენკო.