მსოფლიო
მსახიობი პოლ უოკერი ავტოავარიაში დაიღუპა
ავტორი: ანა შანიძე
01 დეკემბერი, 2013. 13:20
ამერიკელი მსახიობი, პოლ უოკერი,რომელმაც ფილმ „ფორსაჟით"გაითქვა სახელი,40 წლის ასაკში ,ავტოავარიაში დაიღუპა.შემთხვევა გუშინ კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარაში მოხდა.
მაღალი სიჩქარით მიმავალი წითელი პორშე, რომლის საჭესთან უოკერის მეგობარი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. როდესაც ადგილზე მაშველები მივიდნენ, მათ მანქანა ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ სალონში ორი გვამი აღმოაჩინეს - ერთი თავად პოლის და მეორე მისი მეგობრის.
პოლ უოკერი 1973 წელს კალიფორნიის ქალაქ გლენდალეში დაიბადა. მსახიობი დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა, ყოფილი შეყვარებულისგან 14 წლის ქალიშვილი ყავს. აღსანიშნავია, რომ პოლი "ფორსაჟ 7"-ის გადაღებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის გამოსვლა 2014 წელს იგეგმებოდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40