reportiori.ge - რობერტ სტურუა სენაკის II ქვეით ბრიგადას ესტუმრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:05
პოლიტიკა
რობერტ სტურუა სენაკის II ქვეით ბრიგადას ესტუმრა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 15:33

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების" ფორმატის ფარგლებში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებს მუდმივად მართავენ. ამჯერად, სენაკში II  ქვეითი ბრიგადის სამხედროებს რეჟისორი რობერტ სტურუა ესტუმრა. ქართველ რეჟისორს მასპინძლობა მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ გაუწია. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შეხვედრა ჯარისკაცებთან უშუალო ატმოსფეროში გაიმართა. ქართველმა რეჟისორმა სამხედროებს მისი თეატრში მოღვაწეობის საუკეთესო მომენტები გაუზიარა და თავისი ახალგაზრდობის წლები გაიხსენა, როდესაც ის ჯარში მსახურობდა. რობერტ სტურუამ ჯარისკაცების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. თავის მხრივ, სამხედროებმა რეჟისორს სპეციალური საჩუქრის სახით სამხედრო ფორმა გადასცეს, რომელზეც მისი გვარი და თეატრის სიმბოლოა ამოტვიფრული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმარმა სენაკის ბაზა დაათვალიერა და ჯარისკაცებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016