reportiori.ge - გიორგი კანდელაკი : "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში ცვლილებების მიზანი ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:27
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი : "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში ცვლილებების მიზანი ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 16:00

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები "მმართველი გუნდის ტოლობის ნიშანს სვავს , ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის".
გიორგი კანდელაკის განცადებით, კანონპროექტს პოლიტიკური ფაბულა გააჩნია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვა მოხდეს.  მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სახიფათოა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. 
"კანონპროექტის ინიცირება მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოლბაიას კანდიდატურას არ დასთანხმდა. წარმოდგენილი პროექტით სახელმწიფოს ორი ზიანი ადგება: - პირველი, ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ველში უხეში ჩარევა, რაც ძალიან ცუდი სიგნალია სამომავლოდ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. გარდა ამისა, კანონპროექტი პირდაპირ ეხება ყოლბაიას დანიშვის საკითხს. პრეზიდენტი მის კანდიდატურას არ დაეთანხმა იმიტომ, რომ ის არის კოლაბორაციონისტი პოლიტიკური ძალის - ნინო ბურჯაბაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გარდა ამისა, ყოლბაიას კანდიდატურა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ კი "თავისუფლების ქარტიას". ის იყო რაიკომის მდივანი და დაუშვებელია კომუნისტური პარტიის ასეთი მაღალი თანმდებობის პირი, დღეს ასეთ თანამდებობას იკავებდეს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა, რომლის შეფასებით, "პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ფაბულა მთლიანად პოლიტიკურია". 
"ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევის საკითხზე რიგგარეშე სხდომაზე დღეს იმსჯელეს. უმრავლესობა ვეტოს დაძლებისთვის ემზადება. 
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016