reportiori.ge - დავით უსუფაშვილმა თანამშრომლებსა და დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვებისკენ მოუწოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:29
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილმა თანამშრომლებსა და დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვებისკენ მოუწოდა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 16:30

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშილმა შენობაში მყოფ ყველა პირს შენობის დროულად დატოვებისკენ მოუწოდა. უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ იმის ალბათობის ხარისხი, რომ პარლამენტის შენობაში ბომბია, დაბალია. პარლამენტში დაწყებულ ევაკუაცისთან დაკავშირებით უსუფაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტში შევიდა სიგნალი იმის თაობაზე, რომ შენობაში ბომბია. მისი თქმით, შენობის დაცვის სამსახურმა ეს ინფორმაცია გააანალიზა და არსებული წესების გათვალისწინებით შენობაში მყოფ პირებს სთხოვა, რომ შენობა დაეტოვებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს პლენარული სხდომა აღარ განახლდება, რადგან შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას რამდენიმე საათი დასჭირდება. დეპუტატები რიგგარეშე სხდომას ხვალ გამართავენ. საკანონმდებლო ორგანოში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მუშაობენ. ევაკუაცია განხორციელდა როგორც პარლამენტის ცენტრალურ კორპუსში, ასევე ორ ადმინისტრაციულ კორპუსში.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016