reportiori.ge - პარლამენტში აფეთქება, სავარაუდოდ ორ საათშია მოსალოდნელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:23
პოლიტიკა
პარლამენტში აფეთქება, სავარაუდოდ ორ საათშია მოსალოდნელი
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 16:39

ამ წუთებში პარლამენტის შენობას ტოვებს ყველა, ვინც იქ იმყოფებოდა. სამართალდამცავების მოთხოვნით, შენობაში მხოლოდ განმაღმველები უნდა დარჩნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომობილების ევაკუაციაც მიმდინარეობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, ზარი მოსალოდნელ აფეთქებასთან დაკავშირებით, ნახევარი საათის წინ შევიდა პარლამენტში. უსუფაშვილის თქმით, აფეთქება ორი საათის შემდეგაა  მოსალოდნელი. მისი თქმით, ზარი დიდი დამაჯერებლობით არ გამოირჩევა, მაგრამ სანამ მინიმალური შანსიც კი არსებობს ზარის რეალურობის, მთლიან შენობაში ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ უკვე გააკეთა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება. როგორც შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, პარლამენტში გამნაღმველები მუშაობენ და საქმე სისხლის სამართლის 331-ე მუხლითაა აღძრული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016