reportiori.ge - კორუფციის აღქმის ინდექსში ნოდარ ხადური საქართველოს მდგომარეობას გაუარესებულად არ აღიქვამს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:41
ეკონომიკა
კორუფციის აღქმის ინდექსში ნოდარ ხადური საქართველოს მდგომარეობას გაუარესებულად არ აღიქვამს
ავტორი: ანა შანიძე
03 დეკემბერი, 2013. 14:39

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობას გაუარესებულად არ აღიქვამს. როგორც ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა, ამ კუთხით მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა ვითარება სხვაგან გაუმჯობესდა.

 
ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ კორუფცია. მე ვერ მეტყვით, ვეღარც ელიტარული და ვეღარც არაელიტარული კორუფციის მაგალითებს. ჩვენ ძალიან მკაცრნი ვართ საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რათა ქვეყანაში არ დავუშვათ კორუფცია და სახელმწიფომ შეასრულოს ფუნქციები", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 177 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, ოთხი პუნქტით გაუარესდა. 
საქართველომ 2013 წლის კვლევაში 100-ქულიან შკალაზე 55 ქულა მიიღო. კვლევაში ნული ნიშნავს ძალზე კორუმპირებულს, ხოლო 100 - ძალზე სუფთა საჯარო სექტორს. 


კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი და სუდანი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 51-ე ადგილი დაიკავა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016