reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ჯერ კანდიდატს უნდა გააცნონ და მერე გააკეთონ ჟურნალისტებთან კომენტარები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:05
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ჯერ კანდიდატს უნდა გააცნონ და მერე გააკეთონ ჟურნალისტებთან კომენტარები
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 16:17

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება მოადგილეები ავტომატურად ტოვებენ თანამდებობას. განათლების ახალ მინისტრს კი სრული უფლება აქვს ამ პოსტზე, ვინც უნდა ის წარადგინოს. „დავით ზურაბიშვილი განათლების სამინისტროში, ერთ-ერთი კვალიფიციური, ღირსეული და მაღალი დონის პროფესიონალი იყო. თუკი ზურაბიშვილი, გოგლიჩაძე ცუდად მუშაობდა, მაშინ გაუგებარია სამინისტრო როგორ მუშაობდა კარგად?! თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინისტრს უფლება აქვს მოადგილედ დანიშნოს ის, ვინც უნდა. მას ასეთი კონცეფცია აქვს და ვერავინ შეედავება. რაც შეეხება მრჩევლის პოზიციის შეთავაზებას, ჩემთვის გაუგებარია, თუ მოადგილის თანამდებობაზე განათლების სპეციალისტი სჭირდება, ასევე საჭიროა ალაბთ ასეთივე სპეციალისტი მრჩევლის პოსტზეც. როგორც იცით, ბატონი ზურაბიშვილი არ დასთანხმდა ამ შემოთავაზებას. ზოგადად, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ჯერ კანდიდატს უნდა გააცნონ და მერე გააკეთონ ჟურნალისტებთან კომენტარები. ახალგაზრდაა და აქვს უფლება როგორც უნდა ისე მოიქცეს.“ -აცხადებს ბერძენიშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში. განათლების და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, დავით ზურაბიშვილის მოადგილეობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და მას მოადგილედ უბრალოდ, განათლების სპეციალისტი სჭირდება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016