reportiori.ge - ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
რელიგია
ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს
04 დეკემბერი, 2013. 12:29

გადმოცემის თანახმად, მარიამ ღვთისმშობლის მშობლებმა,  წმინდა იოაკიმემ  და  წმინდა ანამ  ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ, რის გამოც უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენმწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ აღუთქვა უფალს, თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.

 

უფალმა შეისმინა ანას ლოცვა - ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული - მარიამი, რომლიქვეყნიერებთვის მაცხოვარს დაბადებდა. გოგონას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, პატარა მარიამი  კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს



როდესაც მარიამი სამი წლის გახდა,  მშობლებმა გადაწყვიტეს, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს.

 

წმინდა იოაკიმე  დავით წინასწარმეტყველის ძის, ნათანის შთამომავალი იყო, ხოლო წმინდა ანას წინაპარნი სამღვდელონი იყვნენ, ამიტომაც ამ კურთხეულ დღეს მათ ოჯახში ისრაელში დიდად პატივცემული მრავალი ადამიანი შეიკრიბა. პატარა მარიამს  სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს. მოხუცი მშობლები გოგონას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე წაიყვანეს  ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ.

 

იერუსალიმამდე გზა ფსალმუნთა გალობით განვლეს. მესამე დღეს, განთიადის ჟამს, შევიდნენ იერუსალიმში. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ დიდებული პროცესიის სანახავად. ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას.

 

მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა".


გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.


წმინდა ზაქარიამ   მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.


რამდენიმე წელიწადში მარიამის მშობლები გარდაიცვალნენ. ყოვლადწმიდა ქალწულმა ღვთის ნებას პირადი ღვაწლიც შემატა. ცისკრიდან მესამე ჟამამდე ლოცვად იდგა, მესამიდან მეცხრე ჟამამდე ან ხელსაქმობდა, ან წმინდა წერილს კითხულობდა, მეცხრე ჟამიდან ისევ ლოცვას იწყებდა, სანამ უფლის ანგელოზი არ გამოეცხადებოდა და ზეციურ საზრდელს არ მისცემდა, ლოცვით კი ყოველთვის წმინდა წმინდათაში ლოცულობდა. ყოველდღე მოიხილავდნენ მას ანგელოსნი, - ბრძანებს ნეტარი იერონიმე, - თუ ვინმე მკითხავს, ყოვლადწმიდა ქალწული იქ როგორ ატარებდა სიყმაწვილის დღეებსო, ვუპასუხებ, რომ ეს იციან მხოლოდ ღმერთმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შობიდან განუშორებლად მისმა მცველმა, რომელიც სხვა ანგელოზებთან ერთად ხშირად მიდიოდა მასთან და სიყვარულით ესაუბრებოდა".


წარემატებოდა სიბრძნით ქალწული მარიამი და განემზადებოდა სულიერ ტაძრად უფლისა.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანით დღეს დაიწყო განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება".

 

ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016