reportiori.ge - რიჩარდ ნორლანდი: დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:34
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 17:19

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია მხარი დაუჭიროს საქართველოს და დაეხმაროს ქვეყანას დემოკრატიის განვითარებაში.

ეს არის დადასტურება, რამდენად ენდობა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. ეს ნდობა ემყარება არა მარტო წარსულ წარმატებულ თანამშრომლობას, არამედ იმას, რომ დაწმუნებულები ვართ, საქართველო გააგრძელებს განვითარებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიესალმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით.

ელჩის განცხადებით, პრემიერმა ცალსახა კომენტარები გააკეთა და დაგმო ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

ამასთან, როგორც „ათასწლეულის გამოწვევვის" კორპორაციის დირექტორმა დანიელ იოჰანესმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნა, ხელშეკრულების გაფორმება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ თუ რამდენად  წარმატებული ურთიერთობა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მისივე თქმით, „ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციის პირველი კომპაქტი დამყარებულია მნიშვნელოვან ფასეულობებზე და მეორე კომპაქტი ამ მიმართულების გაგრძელება იქნება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016