reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ასე მოწყვეტილად განხილვა, არც მთავრობას შეუთანხმო და არც ბიზნესს- ეს გახლავთ სიყმაწვილე პოლიტიკაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:40
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ასე მოწყვეტილად განხილვა, არც მთავრობას შეუთანხმო და არც ბიზნესს- ეს გახლავთ სიყმაწვილე პოლიტიკაში!
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 17:26

დღეს პრემიერ-მინისტრმა  იპოთეკარების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც   კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პრემიერი აცხადებს, რომ ეს  ქმედება „მოუმწიფებლობის ბრალია." ივანიშვილი   უმრავლესობის წევრებთან გასაუბრებას გეგმავს. მისი თქმით, პრობლემაა,  რომ ბიზნესს კონკრეტულად პარლამენტიდან კარნახობენ.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა. მათ არ გაივთალისწინეს მთავრობის პოზიცია და პირველი მოსმენით  მიიღეს გადაწყვეტილება. მოვახერხებ, უმრავლესობას ავუსხნა, რომ არ შეიძლება, ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო. ბანკებს იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული და მათთან  შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსულუტურად გაუზარებელი და აბსურდულია."-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება მოხდება იმ ბიზნესსტრუქტურებთან, რომლებიც  პროცესებში მონაწილეობდნენ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღნიშნულ კანონპროექტს  პარლამენტმა მხარი დაუჭიროს.

„ასე მოწყვეტილად განხილვა, არც მთავრობას შეუთანხმო, არც ბიზნესს შეუთანხმო-ეს გახლავთ სიყმაწვილე პოლიტიკაში. გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება."-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016