კიევში საპროტესტო აქცია გრძელდება. ძლიერი ყინვების მიუხედავად, აქცია ევრომაიდანზე მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.
ევროინტეგრაციის მომხრეებს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და სასულიერო პირები შეუერთდნენ. გვიან ღამით, აქციის მონაწილეების გასამხნევებლად ევრომაიდანზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გვიდო ვესტერველე მივიდა. მანამდე ვესტერველე უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის ვიტალი კლიჩკოს შეხვდა და უკრაინის მისწრაფებას ევროპისაკენ მხარადჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ აქ მოვედით ნათელი მესიჯებით. როგორც ევროპელები ევროპელებთან, მოვედით იმის სათქმელად, რომ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება. უკრაინა უნადა იყოს ევროპის წევრი, რადგანაც ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს. ეს არის ის იტორია, კულტურა და საერთო ღირებულებები. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ჩვენი პარტნიორი იყოს", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.