reportiori.ge - პრემიერის გადაწყვეტილებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა გაგრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:38
ეკონომიკა
პრემიერის გადაწყვეტილებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა გაგრძელდება
ავტორი: ანა შანიძე
05 დეკემბერი, 2013. 13:07

პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუგრძელდება.


მიღწეულია მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე. აღნიშნული პროექტის განხორციელება სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დაიწყო.


ს/ს "საქართველოს რკინიგზამ" საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility-ის მეშვეობით პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები შეისწავლა. დადგინდა, რომ როგორც საოპერაციო ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები უარესდება, გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე) მცირდება. ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება მაღალბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას იწვევს, რაც არსებული პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს 18 თვიანი ჩამორჩენა ჰქონდა.


აქედან გამომდინარე, ეკონომიკურმა საბჭომ მიიჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები. უახლოეს მთავრობის სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძელების შესახებ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016