reportiori.ge - თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დამუშავება 2016 წლამდე გაგრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:34
ეკონომიკა
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დამუშავება 2016 წლამდე გაგრძელდება
ავტორი: ანა შანიძე
05 დეკემბერი, 2013. 14:23

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დამუშავება 2016 წლამდე გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.


მინისტრის ინფორმაციით, კონტრაქტორთან შეთანხმების საფუძველზე, პროექტი გადამუშავდება იმ სახით, რა სახითაც მისი ეკონომიკური მაჩვენებლები იქნება გაცილებით მისაღები რკინიგზის კომპანიისთვისაც.

 

ასევე აქ არის სხვა, მათ შორის ეკოლოგიური საკითხები. თავის დროზე პროექტის შეჩერება გადაწყდა, რადგან არის შესაძლებლობა, მივიღოთ პროექტის ის მოდიფიკაცია, რომელსაც რკინიგზის გამტარუნარიანობასა და დანახარჯებზე არ ექნება ისეთი ზეგავლენა, როგორიც ჰქონდა არსებულს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რა დაუჯდება საქართველოს მთავრობას პროექტის მოდიფიცირება, ამის დათვლა ახლა მიმდინარეობს.


თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭოს მიიღო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016