ჟურნალ „ფორბსის" რეიტინგში - „საუკეთესო ქვეყნების ბიზნესისათვის" საქართველომ 50-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი 145 ქვეყანას მოიცავს. მათ შორის რუსეთი 91-ე ადგილს, აზერბაიჯანი - 67-ე ადგილს, ხოლო სომხეთი - 64-ე ადგილს იკავებენ. რეიტინგის პირველ ათეულს ირლანდია, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, დანია, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, კანადა, ნორვეგია და ნიდერლანდები იკავებენ.
როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, საქართველომ წარსულში პრობლემური ელექტროენერგიის დეფიციტი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და ენერგომატარებლების იმპორტის რუსეთიდან აზერბაიჯანზე გადატანით აღმოფხვრა.
„საქართველოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას როგორიცაა ყურძენი, ციტრუსი და თხილი; მანგანეზის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას; და ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მეტალის, დანადგარებისა და ქიმიკატების მცირე ინდუსტრიული სექტორის წარმოებას. ქვეყანა მისთვის საჭირო ბუნებრივი აირსა და საწვავის თითქმის მთლიანად იმპორტირებას ახორციელებს, თუმცა სერიოზული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, რის შედეგადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნას თითქმის სრულად აკმაყოფილებს. საქართველომ წარსულში პრობლემური ელექტროენერგიის დეფიციტი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და ენერგომატარებლების იმპორტის რუსეთიდან აზერბაიჯანზე გადატანით აღმოფხვრა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების გაძლიერების სტრატეგიის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ევროპასა და აზიას შორის ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაზის, საწვავისა და სხვა პროდუქტების ტრანზიტის თვალსაზრისით", - წერს „ფორბსი".