reportiori.ge - თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:24
სპორტი
თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია იქნება
06 დეკემბერი, 2013. 15:32

დუშან უჰრინს თბილისის დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მალხაზ ჟვანია შეცვლის", - ამიშ შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა.


მისი თქმით, მალხაზ ჟვანია ამ ეტაპზე მწვრთნელის დროებითი შემსრულებელი იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. მალხაზ ჟვანია ამ დრომდე დინამო 2"- წვრთნიდა.

 

დუშან უჰრინი მიემგზავრება თავის სამშობლოში, უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი გუნდის პლზენის" მწვრთნელი. კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო გვემუშავა კიდევ ნახევარი წელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის ბრუნდება სამშობლოში და უნდა უთავკაცოს ასეთ ძლიერ გუნდს, ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს. რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა დინამო 2"- და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას", - განაცხადა რომან ფიფიამ


როგორც მალხაზ ჟვანია აცხადებს, მზად არის ბოლომდე ემსახუროს დინამოს", სანამ ამის საჭიროება იქნება.


დიდი მადლობა ჩემი ნდობისთვის, მე მზად ვარ მოვემსახურო დინამოს", სანამ დაჭირდება ჩემი დახმარება. პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარჩენილ თამაშებში მოვახდინოთ კონცენტრაცია, რათა წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა მალხაზ ჟვანიამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016