მსოფლიო
კიევში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 11:26
კიევის ცენტრში, ბასარაბსკის ქუჩაზე მდებარე ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ათობით აქტივისტმა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ, ტროსის გამოყენებით ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და დაამსხვრიეს.
იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, თუმცა მათ მომიტინგეებისთვის ძეგლის ჩამოგდებაში ხელი არ შეუშლიათ.
ლენინის ძეგლის ადგილას აქტივისტებმა უკრაინის დროშა აღმართეს.
ძეგლის ჩამოგდებაში მონაწილე რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარტია "უდარის" დეპუტატმა, ვალერი კარპუნცოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მილიციელები იმ პირებსაც აკავებენ, ვისაც უშუალოდ ძეგლის ჩამოგდებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ სტალინს და ლენინს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40