reportiori.ge - რადას დეპუტატი სააკაშვილის უკრაინაში შესვლის აკრძალვას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:47
მსოფლიო
რადას დეპუტატი სააკაშვილის უკრაინაში შესვლის აკრძალვას ითხოვს
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 12:51

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, რეგიონების პარტიის წევრმა ოლეგ ცარევმა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით მიმართა, რათა უკრაინაში უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესვლა აიკრძალოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.


გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესი რადას დეპუტატი მოითხოვს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვან ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარს უჭერენ და რჩევებს აძლევენ ქვეყანაში სიტუაციის დისკრედიტაციისთვის.

 

ოლეგ ცარევის მიერ შედგენილ ეგრეთ წოდებულ "შავ სიაში" სულ 15 უცხოელი მოხვდა, რომელთა შორის რუსეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები არიან.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეების მხარდასაჭერად 7 დეკემბერს ჩავიდა და მაედანზე შეკრებილ მიტინგიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016