reportiori.ge - BBC: ვლადიმერ პუტინმა „რია ნოვოსტის“ ლიკვიდაციის ბრძანება გასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:27
მსოფლიო
BBC: ვლადიმერ პუტინმა „რია ნოვოსტის“ ლიკვიდაციის ბრძანება გასცა
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 12:52

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდი  საინფომაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის" ლიკვიდაციაზე ხელი მოწერა", - აღნიშნულ განცხადებას „ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს. სააგენტო დაწვრილებით აღწერს „რია ნოვოსტის" დაარსებისა და მისი მოღვაწეობის დროინდელ მიღწევებს. კრემლის დეპუტატების განცხადებით, „რია ნოვოსტის" დახურვა არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ გამოიწვია, რადგან რუსეთმა საზღვარგარეთ პიარის კუთხით მოქმედების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. „რია ნოვოსტის" ნაცვლად, ახალი სააგენტოს, „რუსეთი დღეს" ჩამოყალიბება იგეგმება.



„ჩვენი სააგენტოს ნაცვლად, ახალი სააგენტო, „რუსეთი დღეს" იქმნება. რომელიც ძირითადად საზღვარგარეთ  რუსეთის მიღწევების გაშუქებაზე იმუშავებს.


„ბიბისის"  წყაროს მიხედვით, „რია ნოვოსტის" ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით სიტუაცია ნათელი არ არის, ამიტომ სააგენტოს წევრებს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ.


ასევე გავრცელდა ინფრომაცია, რომ პუტინის ბრძანება სამი თვის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. ხოლო, სააგენტოს თანამშრომლები, სალიკვიდაციო კომისიის ჩამოყალიბებამდე მუშაობას ჩვეულად გააგრძელებენ. „რია ნოვოსტის" მთელი აღჭურვილობა ახალ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც საერთაშორისო სააგენტოდ მოიხსენიება.


სააგენტოსტან ერთად ლიკვიდირებული იქნება რადიო „რუსეთის ხმა". აღნიშნული რადიოს რეორგანიზაცია და შემდგომში სხვა სახით ჩამოყალიბება ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება.


განცხადება სააგენტოსა და რადიოს გაუქმების შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე იძებნება სახელწოდებით: „მასობრივი ინფორმაციის გავრცელებისა და ეფექტურობის ამაღლების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ."


სააგენტოს თანამშრომლებისთვის, რომლებსაც „ბიბისიმ" ინფორმაციის დადასტურების შესახებ მიმართა, აღნიშნული ფაქტი სიურპრიზი იყო.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ივანოვის განცხადებით, აღნიშნული სახეცვლილება ქვეყნის ეკონომიკურმა და საგარეო იმიჯმა განაპირობა.


„სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, და ეს სიმართლე ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამისათვის აუცილებელია თანამედროვე გზებისა და უახლოესი ტექნიკის გამოყენება", - განაცხადა სერგეი ივანოვმა,  აცხადებს „ბიბისის" რუსული ფილიალი და სააგენტოს დაფუძნების შესახებ საუბრობს. 

 

„რია ნოვოსტი" 2013 წელს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრე ნავალნის სასამართლოს პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა.  სწორედ ამ ტრანსლაციებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი რეზონანსი მოჰყვა. 2013 წელს განხორციელებული ტრანსლაციებისა და სხვა საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების გამო „რია ნოვოსტი" რუსეთის სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის შეტანისთვის ფონდ „თავისუფალი ინფორმაციის" პრემიის ლაურეატი გახდა", - აღნიშნულია სტატიაში.  

 

„რია ნოვოსტი" 1941 წელს დაარსდა. 1961 წელს სააგენტომ სახეცვლილება განიცადა და სახელწოდება  „ნოვოსტით" ბეჭდური გამოცემა დაიწყო. სწორედ ამ სააგენტოს წყალობით ძალიან ბევრი ცნობილი, რუსი ჟურნალისტი გაიზარდა. 1991 წელს კი სააგენტო „რია ნოვოსტის" სახელით საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ამჟამად, კი ეს გიგანტური მედიაჰოლდინგი  ეკონომიკურ სააგენტო „პრაიმს", სასამართლოს ინფორმაციის გავრცელების კუთხით, სააგენტო „რაპსის", გაზეთ „მოსკოვის ამბებსა" და 40 ინტერნეტ პორტალს მოიცავს.


სააგენტოს ყოველთვიურ აუდიტორიას კი 16,5 მილიონი მკითხველი შეადგენს. 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016