reportiori.ge - შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:51
სამართალი
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 11:14

თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ბესიკ მანაგაძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა შემდეგი: მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 17 ივლისს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში, რომლითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების რეგისტრაცია უცხოელებზე და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, სხვადასხვა ხერხითა და მაქინაციებით, შემდგომში კანონის გვერდით ავლით, მიწის დარეგისტრირების მსურველი უცხოელების დახმარებაში, 2013 წლის 26 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა - ბესიკ მანაგაძემ თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, პირადი გამორჩენის მიზნით, საქართველოში მყოფ ინდოეთის მოქალაქეს საქართველოში მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1300 ლარი. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ფაქტზე დააკავეს. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016