„თეთრი სახლის" ვებგვერზე განთავსებული განცხადების თანახმად, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ჯოზეფ ბაიდენმა ვიქტორ იანუკოვიჩს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის, ქვეყანაში არსებული სიტუაციის დაუყოვნებლივ დესკალაციისა და ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის და უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობებთან შეუთავსებელია. ჯოზეფ ბაიდენი ქეთრინ ეშტონისა და ვიქტორია ნულანდის კიევში ვიზიტს მიესალმება", - აღნიშნულია "თეთრი სახლის" განცხადებაში.
ბაიდენი უკრაინაში ძალადობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.