reportiori.ge - მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი თბილისს მესამედ ეწვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:26
კულტურა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი თბილისს მესამედ ეწვევა
10 დეკემბერი, 2013. 17:22

ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი 14 დეკემბერს საქართველოს მესამედ ეწვევა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში  20:00 საათზე მსახიობი ორსაათიან საქველმოქმედო საღამოს გამართავს.

 

საღამოზე წარმოდგენილი იქნება პოეზია, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან, მათ შორის სერგეი ესენინის  მსოფლიოში ცნობილი ხულიგანის აღსარება", რომელიც მისი ცხოვრების და შემოქმედების მიხედვით დაიდგა.

 

„რეპორტიორი" საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს ესაუბრა.

 

„ეს ბეზრუკოვის მესამე ჩამოსვლაა, მაგრამ ასეთი მასშტაბური სპექტაკლით ის საქართველოში არასდროს  ყოფილა. ესენინის  - „ხულიგანის აღსარებამ" მთელი მსოფლიო მოიარა და ბეზრუკოვი პოპულარული ამით  გახდა. მოხარული ვარ, რომ ქართველებსაც ექნებათ საშუალება სპექტაკლი ნახონ", - განაცხადა ოქიტაშვილმა.


მისივე თქმით, რუსი მსახიობი თბილიში ორი დღე დარჩება.  

 

ცნობისთვის: ცნობილ რუს მსახიობ სერგეი ბეზრუკოვი ქალაქ მოსკოვში 1973 წელს მსახიობის ოჯახში დაიბადა. სახელი მამამ საყვარელი მწელის სერგეი ესენინის საპატივცემულოდ დაარქვა. ბეზრუკოვი ცნობილი გახდა სერიალით „ბრიგადა". 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016