reportiori.ge - შს მინისტრი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:32
კონფლიქტები
შს მინისტრი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
10 დეკემბერი, 2013. 18:17

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები და ის სოფლები მოინახულა, სადაც ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მხრიდან მავთულხლართების ფიქსაციის პროცესმა სისტემატური ხასიათი მიიღო.


შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დიდი ხურვალეთის, დიცის, დვანის, ერგნეთის და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა, არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათგან მავთულხლართების ფიქსაციით გამოწვეული სირთულეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.


როგორც ჭიკაიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, ყველა არსებულ პრობლემაზე სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მინისტრის თქმით, სამინისტროს თანამშრომლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.


მინისტრის მითითებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის რეგიონში გაძლიერდა შსს-ს ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობა. მავთულხლართების ფიქსაციის საკითხი და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სხვა პრობლემები როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ყოველთვიურ შეხვედრებზე სოფელ ერგნეთში, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აქტიურად განიხილება", - აცხადებენ შს სამინისტროში.

 

ჭიკაიძემ კარალეთში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზა მოინახულა და ასევე, სამინისტროს იმ ქვედანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ ასრულებენ თავის მოვალეობას. 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016