რეგიონები
ქუთაისში, რძის კომბინატის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
27 ივლისი, 2013. 13:17
ქუთაისში დღეს, გამთენიისას, მომწამლავმა ნივთიერება „ამიაკმა" გაჟონა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიკეას ქუჩის დასახლებაში რძის კომბინატის ტერიტორიაზე, გაჟონვას წინ უძღოდა აფეთქება. საწარმოს მთავარი ინჟინერი ამირან ფრუიძე აფეთქების ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, „ამიაკის" გაჟოვა არა აფეთქებამ, არამედ მილის დაზიანებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქში სპეციფიური სუნი დადგა, რის გამოც მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. ნიკეას დასახლებაში მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოსახლეობას ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ურჩევდნენ. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მომხდარი პანიკის საფუძველს არ იძლევა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57