reportiori.ge - მასობრივი არეულობები კიევში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:33
მსოფლიო
მასობრივი არეულობები კიევში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
ავტორი:
11 დეკემბერი, 2013. 11:57

რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სპეცრაზმელი დაშავდა კიევში „ბერკუტის" მიერ ევრომაიდანზე ბარიკატების დაშლისას. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასობრივი არეულობები კიევში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მილიციამ და სპეცრაზმა ევრომაიდანი აქციის მონაწილეებისგან კიდევ ერთხელ გაწმინდეს. აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ.


ევრომაიდანზე მთელი ღამე ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. ისინი მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩენებისა და ძალის არგამოყენებისკენ მოუწოდებნენ.

 

„მათ აქ მოიყვანეს ათასობით სპეცრაზმელი. „ბერკუტმა" თავდაცვის ერთი ზღუდე გაარღვია. არიან დაშავებულებიც", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენ იაცენიუკიმ.


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო ხელისუფლებას ახალ მოთხოვნებს უყურებს. მისი თქმით, ოპოზიცია დიალოგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ დაკავებულ ოპოზიციის აქტივისტებს გაათავისუფლებენ, შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს გადააყენებენ და სპეცრაზმელებს საკუთარ ყაზარმებში დააბრუნებენ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016