მსოფლიო
„ბერკუტის“ კიროვოგრადის რაზმმა მომიტინგეების დარბევაზე უარი თქვა
11 დეკემბერი, 2013. 18:39
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა უარი თქვა კიევში, მაიდანის დარბევაზე.
"ბერკუტის" ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, კიროვოგრადის რაზმმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და უარი თქვა კიევში გამგზავრებაზე.
"მიუხედავად ჩვენს წინააღმდეგ მუქარისა და სავარაუდო სანქციებისა, მთელმა შემადგენლობამ - 220-მა სპეცრაზმელმა უარი თქვა ავტობუსებში ასვლაზე. გვიან ღამით 6 ავტობუსი კიევისკენ არ დაძრულა", - განაცხადა კიროვოგრადის "ბერკუტის" ერთ-ერთმა მეთაურმა.
დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ქვეგანყოფილებების მეთაურები თანამდებობიდან გადააყენეს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40