reportiori.ge - მალე გაზაფხული მოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:40
სპორტი
მალე გაზაფხული მოვა
12 დეკემბერი, 2013. 11:36

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასული 16 გუნდის ვინაობა ცნობილია. 16 დეკემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა ვინ ვის შეხვდება. F ჯგუფში „დორტმუნდმა" თამაშის მიწურულს გროსკროიცის გოლით პირველი ადგილი დაიბევა და ძალიან დაამწუხრა „ნაპოლის" გულშემატკივრები. იმ დროისთვის იტალიელები კაცნაკლულ „არსენალს" 1:0 უგებდნენ და კიდევ ორი ბურთის გატანა მართებდათ, მსაჯის დამატებულ წუთებზე ერთი კი გაიტანეს, მაგრამ მეტისთვის დრო არ ეყოთ. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა  გუნდმა 12 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. სრული კატასტროფა განიცადეს იტალიურმა და პორტუგალიურმა გუნდებმა. „პორტუ" და „ბენფიკა" ევროპის ლიგაზე გადავიდნენ, აპენინელებს კი მხოლოდ „მილანი" წარმოადგენს, რომელმაც ძლივს გაასწრო მოედნიდან „აიაქსს".


კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა G ჯგუფში. შემდეგ ეტაპზე გავიდა „ზენიტი", რომელმაც მხოლოდ 6 ქულის მოგროვება შეძლო.


სპეციალისტები სენსაციად მიიჩნევენ „იუვენტუსის" გამოვარდნას და 1/8 ფინალში „გალათასარაის" გასვლას; თუმცა დროგბას, სნაიდერის, მუსლერასა და მელოს გუნდი, რომელსაც რობერტო მანჩინი უდგას სათავეში ხელწამოსაკრავი რომ არ იქნებოდა თავიდანვე იყო ცნობილი.


იტალიელებმა საკუთარ თავს დააბრალონ, ჯერ იყო და „კოპენჰაგენთან" დაკარგეს ქულები, მერე სტამბულურ წარღვნაში მოინდომეს თამაში (მატჩის გადატანას არ დათანხმდნენ) და დაისაჯენ კიდეც. ყველა სხვა შემთხვევაში გრანდებმა თავისი გაიტანეს; ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ორთვიანი შესვენება გამოცხადდა. დაველოდოთ გაზაფხულს,  რომელიც როგორ მოგეხსენებათ მალე მოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016