შეერთებული შტატები უკრაინის წინააღმდეგ სანქციების გატარებას აპირებს. ამის შესახებ სახლემწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ჯინ პსაკის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა რამდენიმე ვარიანტი განხილვის პროცესშია.
„ბერკუტის" მიერ ბარიკადების დაშლის ფაქტს ეხმაურება „თეთრი სახლი" და მთავრობის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს.
უკრაინაში ვიზიტის დროს იანუკოვიჩთან შეხვედრის დეტალები შეაფასა ევროკომისარმა კეტრინ ეშტონმა. მისი თქმით, პრეზიდენტს სურს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან შეთანხმებას, თუმცა მისი სიტყვები საქმით უნდა დადასტურდეს.
უკრაინაში გუშინ დილით მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურნენ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებები. უილიამ ჰეიგმა და გვიდო ვესტერველემ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და ხელისუფლების ქმედებები დაგმეს. პოლონეთმა კი პროტესტი მომხდართან დაკავშირებით ელჩის გამოწვევით გამოხატა.