reportiori.ge - „ანჩისხატის გუნდი“ საიუბილეო საღამოს გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:27
კულტურა
„ანჩისხატის გუნდი“ საიუბილეო საღამოს გამართავს
12 დეკემბერი, 2013. 15:06

დღეს, ფონდი ქართული გალობა", რუსთაველის თეატრში მგალობელ-მომღერალთა „ანჩისხატის გუნდის" 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს.

 

ქართული კულტურის ტრადიციული ხელოვნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რომელსაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა წარმოადგენს, დღეს თავისი განსაკუთრებული ადგილი და ავტორიტეტი აქვს მოპოვებული ანჩისხატის მგალობელ-მომღერალთა გუნდს. ამ თერთმეტკაციან ჯგუფს წელს 25 წელი შეუსრულდა; ამ ხნის განმავლობაში ანჩისხატის გუნდს ქართული კულტურის, ტრადიციული მუსიკის შესწავლის, აღორძინებისა და გავრცელების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, რაშიც უპირველესად ძველი, მივიწყებული საეკლესიო საგალობლების შესწავლა-აღორძინება და მისი ქართულ საღვთისმსახურო სივრცეში დაბრუნება იგულისხმება. უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ათეისტური რეჟიმის პირობებში ანსამბლ გორდელასა" და რუსთავის" მიერ წამოწყებული ქართული გალობის აღდგენის საქმის მასშტაბურად ხორცშესხმა, სწორედ ანჩისხატის გუნდის სახელს უკავშირდება", - აღნიშნავენ ფონდში.

 

საიუბილეო საღამო 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებშიღონისძიების მხარდამჭერები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებელი", რადიო ფორტუნა", IPN.ge"  და  რუსთაველის თეატრი.


შეგახსენებთ, რომ ანჩისხატის გუნდის საიუბილეო კონცერტი, 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსთაველის თეატრში შექმნილი ტექნიკური შეფერხების გამო, კონცერტი დღეს ჩატარდება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016