reportiori.ge - ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს შეთანხმებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:34
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს შეთანხმებას
ავტორი: ანა ნოდია
12 დეკემბერი, 2013. 15:41

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. ფედერალური საკრებულოს წინაშე ყოველწლიური მიმართვისას რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს შეთანხმებას და პრობლემების მოგვარებას, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევრაზიული ინტეგრაციის წარმატება მის მიმართ რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის უკრაინის ინტერესსაც გაზრდის.

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს შეთანხმებას და დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. ამ პრობლემების წარმოჩენამდე, ჯერ კიდევ მაისში უკრაინამ გამოთქვა სურვილი და ესწრება კიდეც შეხვედრებს, დამკვირვებლის სტატუსით. მონაწილეობს დისკუსიებში და არაერთხელ განაცხადა ადრეც, რომ საბაჟო კავშირის ცალკეულ შეთანხმებებთან მიერთებითაა დაინტერესებული", - განაცხადა პუტინმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016