reportiori.ge - ბაჩო ახალაიასთვის სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:54
სამართალი
ბაჩო ახალაიასთვის სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 14:32

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამამართლებელი იქნებოდა და ახალაია პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. სასამართლოს ეზოში საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი, ხათუნა ოჩიაური იყვნენ მისულები. თუმცა, როგორც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დასრულდა სასამართლო პროცესი, თუმცა მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია და მისი თქმით, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით დააანონსებს განაჩენის გამოტანის დღეს. შეგახსენებთ, საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს. ბაჩო ახალაიასთან ერთად, აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულების გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეები განიხილება, თუმცა მათგან დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში არიან და შესაბამისად, პროცესს არ ესწრებოდნენ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016