reportiori.ge - ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა(ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:27
კულტურა
ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა(ვიდეო)
13 დეკემბერი, 2013. 11:04

ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გვიან ღამით გარდაიცვალა.


ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. მისი პირველი ნამუშევარი „რატომ არ დამაცადე"  1960 წელს გამოვიდა. ჭაბუა ამირეჯიბის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რომანი "დათა თუთაშხია", „გორა მბორგალი", და „გიორგი ბრწყინვალე".


მწერალი სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. გარდა ამისა, 2009 წელს ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა.


2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა  მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. როგორც მეუფე სერაფიმემ მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით,  ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი ფსკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.


ჭაბუა ამირეჯიბს „სახალხო მწერლის"  საპატიო წოდება მიენიჭა, რომლის დაჯილდოება 2014 წლის საშობაოდ უნდა გამართულიყო

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016