reportiori.ge - თბილისში ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:33
კულტურა
თბილისში ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
13 დეკემბერი, 2013. 13:33

21 დეკემბერს  თბილისში, „ივენთ ჰოლში" ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონია ელექტრონავტი 2013" გაიმართება.


წელს კონკურსში 75-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა 170 ნამუშევრით. მეორე ეტაპზე 30 ნამუშევარი გავიდა. ინტერნეტით ხმის მიცემა 9 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.



წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი შემდეგი ნომინაციებისგან შედგება: წლის სპონსორი; წლის ვებ-გვერდი/ვებ-პორტალი; წლის საუკეთესო ვიდეონამუშევარი; წლის საუკეთესო ივენთი (კონცერტი, დი ჯეი სეტი ან ფესტივალი); წლის საუკეთესო ვენიუ (კლუბი ან საკონცერტო დარბაზი); წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი; წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები; წლის საუკეთესო ალბომი; წლის საუკეთესო მუსიკოსი (ელექტრონავტი).


ნომინაციაში გამარჯვებულს, მუსიკის მოყვარულთა გარდა, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.


ცერემონიალში საკონცერტო გამოსვლებით ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას: გოგი ძოძუაშვილი, Rotkraft, Green Been & Leon, ნიკა და მაქს მაჩაიძეები, მაია დარსმელიძე, Sophie Villy და სხვა. ელექტრონავტებზე მოხვედრა წელს მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.


ელექტრონავტების პირველი დაჯილდოების ცერემონიალი 2008 ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი დღემდე იგივეა - პოპკულტურის, თანამედროვე, ინოვაციური ფორმების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და მოტივაცია.

ღონისძიების ორგანიზატორია ინოვაციური პოპკულტურის მხარდამჭერი ფონდი ელექტრონავტი".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016