reportiori.ge - გია ბარამიძეს ხუთი წლით ადრე სცოდნია ზურაბ ჟვანიას სიკვდილი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:26
პრეს-დაიჯესტი
გია ბარამიძეს ხუთი წლით ადრე სცოდნია ზურაბ ჟვანიას სიკვდილი...
ავტორი:
13 დეკემბერი, 2013. 21:41

უკრაინაში მორიგი რევოლუციის დუღილში უსახელო დირიჟორის მიერ მივლინებულმა სააკაშვილმა, ბარამიძემ და მათმა საძმომ უცბად გადამტყორცნეს წარსულში. კერძოდ, გადავფურცლე 2001 წლის გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" პირველი ნომერი და ჩემივე დაწერილი, მართლაც საოცრება წავიკითხე ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ.


ახლა, ამ წამს გახლავთ 2013 წლის 9 დეკემბერი - ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე და ნაღვლიანად დავცქერი ჩემს მიერ 2001 წელს დაწერილ სტრიქონებს:

 

„დუღს და გადმოდუღს პარლამენტის საღომე ქვაბი და უცბად გაისმის:

 

- ჩვენს მეგობარს, ჩვენს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ჟვანიას მოკლავენ მყისვე, როგორც კი დეკემბრის 20-22 რიცხვი დადგება!

ვინ დაიძახა, ბატონებო, ამგვარი რამ? ვითომ წინასწარმეტყველებაა თუ ბატონი პარლამენტარის - გია ბარამიძის მკითხაობა?

თითქმის მთელი კაცობრიობა შეიძრა და ტყვიის გავარდნის მოლოდინში გაითანგა: ჟვანია და მოკლან! ჟვანია უნდა მოკლან! ჟვანიას მოკლავენ! ჟვანია იმ ქვეყნის გზას უნდა გაუყენონ (მკითხველი უკვე განცვიფრდა, რადგან ყოველივე ის, რასაც ახლა ეცნობა, ჟვანიას მოკვლამდე რამდენიმე წლით ადრეა დაწერილი ჩემს მიერ და გამოქვეყნებულია გაზეთი „ლიტერატურულ საქართველოში" 2001 წლის პირველ ნომერში, იანვრის თვეში!).


აქ აღვირი უნდა მოვსწიოთ! უნდა შევჩერდეთ, რადგან გია ბარამიძეს თუ მოვუსმენთ, თავდაჯერებით გვეტყვის:

 

- ვითარცა ილიას, ისე სურთ გაუსწორდნენ ზურაბ ჟვანიას! ამ აქტს მისი მტრები დაამთხვევენ 22 დეკემბერს.

რა მოხდა, მეგობრებო, 22 დეკემბერს?

მიმიხვდით? დიახ! ბატონი სტალინის დაბადების დღე ხომ არ გახლავთ?

რა მნიშვნელობა აქვს 21 იქნება თუ 22 დეკემბერი?

და იკივლა ვიღაცამ:

 

- ზურაბ ჟვანიას ფიზიკურ განადგურებას დაამთხვევენ ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო გადატრიალების დაწყების თარიღს - 22 დეკემბერს (მაშინ არც მიფიქრია, რომ 21 დეკემბერი იუსტიციის მინისტრის და შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეცაა!).

 

მაინც, რა ხდება, ვეჟო?

ბატონი ზურაბ ჟვანია წამებულთა რიგში ხომ არ ჩააყენეს? (ისე აგვიხდა ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა სულ რამდენიმე წელიწადში, ოღონდ, არა დეკემბერში, არამედ თებერვალში, და მაინც ზამთარში!)...

 

და მოსდეს ქვეყნიერებას: ჟვანიას მოკვლას უპირებენო!

შეგიძლიათ, გაისიგრძეგანოთ ყოველივე? შეგიძლიათ, ნახოთ პანთეონი, საბოლოო ნავსაყუდელი მსხვერპლისა? (ბატონებო, მე მზარავს 12 წლის წინ ჩემივე დაწერილი, რადგან ყოველივე თითქმის აღსრულდა!).

თუ შესძელით ამის წარმოდგენა, როგორ ხასიათზე დადექით, ვეჟო?

ახლა მოვიშოროთ ცრემლი და ვიკითხოთ:

 

- მაინც, რისთვის შეიძლება მოკლან ჟვანია? (სინამდვილეში, ჯვარი ეწეროს ბატონ ზურაბს. ქრისტიანები ვართ და სულაც არ გაგვეხარდება მისი სიცოცხლე ხელჰყონ)!

 

გია ბარამიძე კი უსასრულოდ იმეორებდა: ჩემს მეგობარს, ბატონ ზურაბს განადგურებას უპირებენო!

მაშასადამე, გია ბარამიძემ კიდეც გაიგო! კიდეც აღშფოთდა! კიდეც გამოვიდა ტრიბუნაზე და დაიძახა: ისეთი ატმოსფეროა ირგვლივ, წინამძღოლს უთუოდ მოგვიკლავენო!

ჰკითხეს: საიდან იციო?

 

აღმოჩნდა, რომ ყოველივე იუტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უწყებიდან, კერძოდ - სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტიდან მოდიოდა. იქ თურმე იღვწის პატრიოტი, გვარად მსხვილიძე და თურმე მან მოიძია ეს ამბავი, რაც დაადასტურა სახელმწიფო დაცვის მაშინდელმა უფროსმაც! (მაშინ, ბატონებო, 2001 წელს, პრეზიდენტად შევარდნაძეა, იუსტიციის მინისტრად მიხეილ სააკაშვილია, სასჯელთა აღსრულების უფროსად მსხვილიძეა და სახელმწიფო დაცვის უფროსად პაპაშვილია! როცა 2005 წელს ზურაბ ჟვანია მართლაც მოჰკლეს, ვინმე დაინტერესდა ჯერ კიდევ 2000 წელს გია ბარამიძის მიერ ატეხილი ხმაურით? ხმა ამოიღო ევრო-ამერიკამ? რა გამოიძიეს? და, თუ გამოიძიეს, ეს ზემოთ ჩამოთვლილი „წინასწარმეტყველები", ვინმემ დაჰკითხა? ანდა, სად გააქრეს იმ ბინის პატრონი, სადაც ჟვანია და აზერბაიჯანელი ნახეს მოკლულები? კარგად მახსოვს, მხოლოდ ერთხელ გაელვებული ტელეკადრი, სადაც ბინის პატრონი ხელებს ასავსავებდა - ეს გაზის ღუმელი ამ დღეებში არ იყო, როდის მოასწრეს უჩემოდ ჩადგმაო?).


მთავარი გაიგეს, რომ უნდა მოეკლათ ჟვანია, ოღონდ რისთვის და რა იარაღით, ვერ გაარკვიეს!

არადა, გია ბარამიძემ 2000 წლის 15 დეკემბერს განაცხადა: უკვე გამოიკვეთა სავარაუდო თავდამსხმელი, უკვე ვიცით, ვინ ამზადებს ტერორისტულ აქტს, ძირითადმა საშიშროებამ გადაიარაო!

 

იყვირეს! ქვეყანა შეძრეს! თუმცა მალევე გადაუვლია ღრუბელს! გაქრა თავდასხმაც, ტერორისტული აქტიც და მისი ავტორიც".


ამჟამად 2013 წელია. მაგონდება 2005 წლის თებერვლის ამბები, როცა ზურაბ ჟვანია გაზით მოწამლული იპოვნეს თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.


გაიგუდა გაზის ნარჩენითო, - ასეთი იყო საგამოძიებო სტრუქტურების ანუ სამთავრობო ვერსია, რომელიც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „გააჟღერა"!


მოკვლეული მასალები, ფაქტები და ანალიზები ამერიკაშიც გაიგზავნა, მაგრამ პასუხი... ფაქტობრივად, დღესაც უცნობია!


საეჭვო ვითარებაში გარდაცვალეს ზურაბ ჟვანია და ასეთივე საეჭვო ექსპერტიზა ჩაატარეს!


რამდენიმე დღე გვამს არავინ მიაკარეს და ისე დაკრძალეს, წესიერად არც არავის დაუთვალიერებია!


ზურაბ ჟვანიას სიკვდილმა ისევე უცნაურად ჩაიარა, როგორც ამერიკული დაზვერვის მოსამსახურე ვუდროფის „შემთხვევითმა დაღუპვამ".


რაც მთავარია და საინტერესო - ძეხორციელს აღარ გაახსენდა საქართველოს პარლამენტში გია ბარამიძის მიერ ატეხილი დავიდარაბა - ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება, უნდა მოკლანო!


ტოტალურად დაყრუვდა თითქმის ყველა უწყება!


კითხვა ის კითხვად რჩება და... ზურაბ ჟვანია - გარდაცვლილად, მაგრამ ასეა თუ ისე, მიზეზი ამ მკვლელობისა, ყველაზე ჩინებულად, ფაქტებიდან გამომდინარე, გია ბარამიძეს მოეხსენება! ის კი, დღეს უკრაინაშია უსაყვარლეს შეფთან, მიშა სააკაშვილთან ერთად და ამ ორმოცდაათმილიონიანი ქვეყნის ევროკავშირში „შეყვანას" ცდილობს.


ვინ იცის, იქნებ ღმერთსაც ემუდარება, ნეტავ, არავის გაახსენდეს 2000 წლის დეკემბერში ჩემს მიერ ატეხილი ხმაურიო!


სამწუხაროდ, მისი გმირული მუშტის ქნევა, რაღა თქმა უნდა, ჩვენც გვახსოვს და უფრო კარგად ახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, სადაც პრემიერის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დიდი ექსპერტიზა ჩატარდა!


სადღეისოდ საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიკვდილის საგამოძიებო სამუშაოები!


რჩება ერთადერთი კითხვა: კაცმა, რომელმაც ხუთი წლით ადრე იცოდა ზურაბ ჟვანიას მოკვლის ამბავი, ნუთუ ასე მშვიდად უნდა უცქიროს გამოძიების მსვლელობას?


და, პროკურატურამ ნუთუ არ უნდა გადახედოს 2000 წლის პარლამენტის სხდომის ჩანაწერებს, სადაც გია ბარამიძე ხმამაღლა „წინასწარმეტყველებს" ზურაბ ჟვანიას მომავალ სიკვდილს?


P.S. ცხადია, იმ ძალას, რომელმაც მოკლა ზურაბ ჟვანია, ეს ტერორისტული აქტი უფრო ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული!


გია ბარამიძე როცა 2000 წელს აყვირდა - ჟვანიას აუცილებლად გამოასალმებენ წუთისოფელსო, მაშინ საქართველოს შევარდნაძე განაგებდა! რასაკვირველია - ამ უბედურებასაც მას დააბრალებდნენ და თვითონ ჩრდილში დარჩებოდნენ!


ასეა თუ ისე, ბოროტი განზრახვა სისრულეში ხუთი წლის შემდეგ, 2005 წლის 3 თებერვალს მოიყვანეს და ამის შესახებ იმდროინდელმა და ამდროინდელმა პარლამენტარმა გია ბარამიძემ კარგად იცის!


მართალია, დღეს, 2013 წელს, სააკაშვილ-ბარამიძე უკრაინას „ათავისუფლებენ", მართალია, „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო", მაგრამ... მარადიულად პირაქაფებულ, ნაც გია ბარამიძეს, რომელსაც სახელისუფლებო, სისხლიან ძალადობებში სდებენ ბრალს, „ორიოდე" სიტყვის თქმა მოუწევს საგამოძიებო ორგანოში.


თვით საზოგადოებასაც აინტერესებს: საიდან, რატომ იცოდა გია ბარამიძემ, ზურაბ ჟვანიას რომ მოკლავდნენ და... იქნებ იმან ჩაიდინა ეს ავი საქმე, ვისაც 2000 წელს ხელი მოეცარა?


მინაწერის მინაწერი:

რაც შეეხება ნაცმოძრაობის უკრაინაში „მოღვაწეობას", ამ ოინბაზობათა შესახებ ცალკე და შემდგომში მოგახსენებთ.

 

 

ჯემალ დავლიანიძე

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016