პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად რეგიონში, პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებას ისახავს. შეთანხმება, აჭარის რეგიონში მცხოვრებ უმუშევარ პირობით მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილის მოძიებას უზრუნველყოფს. პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროექტების მხარდაჭერის მიზნით, სახვადსახვა არსამთავრობო, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. შეთანხმების მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქვემო ქართლში - „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან," შიდა ქართლში - „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსთან", სამცხე-ჯავახეთში - ასოციაცია "ტოლერანტთან", გურიაში - "გურიის ახალგაზრდულრესურსცენტრთან" და იმერეთში "რეგიონული განვითარების რესურსცენტრთან".