reportiori.ge - უკრაინაში მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეების ვინაობა ცნობილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:29
მსოფლიო
უკრაინაში მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეების ვინაობა ცნობილია
ავტორი: ანა ნოდია
14 დეკემბერი, 2013. 20:25

უკრაინის გენპროკურატურამ ევრომაიდანზე მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეები დაასახელა. მათი ინფორმაციით, ევრომაიდანზე მომიტინგეების ძალისმიერ დარბევაში დამნაშავეები არიან: უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვლადიმერ სივკოვიჩი, კიევის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე პოპოვი,  კიევის მილიციის ორი ხელმძღვანელი, ვალერი კორიაკი და მისი მოადგილე პეტრე ფიოდორჩუკი.


მათ გადაეცათ უწყება ძალაუფლების გადამეტებაზე. გენპროკურორის განცხადებით, ოთხივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით - შიდაპატიმრობის საკითხი განიხილება. 

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, გენპრკურორის მოადგილემ ვიქრორ პშონკამ დაადასტურა, რომ იანუკოვიჩის განკარგულებით, პოპოვი და სივკოვიჩი განთავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობიდან. 


ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერთა განცხადებით, მათი აქცია მრავალდღიანი იქნება.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016