საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას სააკაშვილზე საუბრობს.
შევარდნაძის განცხადებით: „2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სააკაშვილის მაშინდელი გადაწყვეტილებები შეშლილის გადაწყვეტილებებს შეადარა რიჩარდ მაილსმა ამ ცოტა ხნის წინ. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მაილსმა სააკაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშრებით, ფაქტობრივად, დამნაშავედ გამოაცხადა. დიპლომატის მხრიდან ასეთი რიტორიკა ცოტა გასაოცარია. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ყველა ეგუება და უფრო მეტიც, აღიარებს იმ ფაქტს, რომ სააკშვილი დამნაშავეა და მისი პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია. დიახ, ყველა აღიარებს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და მისი პასუხისგებაში მიცემა აუცილებელია! საქართველოს ხელისუფლებას, მგონი, შეუძლია თამამად იმოქმედოს", - განაცხადა შევარდნაძემ.