reportiori.ge - საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:35
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება
ავტორი: ანა შანიძე
15 დეკემბერი, 2013. 19:50

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი  სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა.


მინისტრმა რუსეთის ქალაქს ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება უსურვა და აღნიშნა, რომ "საფრანგეთის პრეზიდენტის დასწრება გათვალისწინებული არ არის". ფაბიუსის განცხადებით, სოჭში გამგზავრებას არც თავად გეგმავს.


საფრანგეთის საგარეო უწყების პირველ პირს არ დაუკონკრეტებია არის თუ არა კავშირში ფრანსუა ოლანდის ეს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ ჰომოფობიურ კანონთან, რომელიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.


ფრანსუა ოლანდი ერთადერთი პირველი პირი არ არის, რომელმაც სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. სოჭში გამგზავრებაზე უარი ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტმა იოჰან გაუკმა განაცხადა. ასევე ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრებიან პოლონეთის პირველი პირები.


ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციით არც საქართველო იქნება წარმოდგენილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016