reportiori.ge - ავსტრალიამ ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:51
მსოფლიო
ავსტრალიამ ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანა
ავტორი: ანა შანიძე
16 დეკემბერი, 2013. 12:04

ავსტრალიის ხელისუფლებამ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტი გამოიყვანა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.


გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიამ ავღანეთში მთავარი სამხედრო ბაზა დახურა და მისმა სამხედროებმა პროვინცია ურუზგანი დატოვეს.

 

"ჩვენ ვიცით, რომ ავსტრალიელმა სამხედროებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში - 40 ჯარისკაცი დაიღუპა, 261 კი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ ამ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია. ურუზგანი დღესდღეობით იმაზე გაცილებით უკეთესი ადგილია, ვიდრე ათწლეულის წინ იყო", - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა.


ავსტრალიელი სამხედროები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებოდნენ და მათი რიცხვი 1500-ს შეადგენდა. ურუზგანში კი, ტარინ კოტის ბაზაზე ავსტრალიური კონტინგენტი 2005 წლიდან იყო დისლოცირებული.

 

"ბიბისის" ცნობით, 2014 წლის ბოლოსთვის საერთაშორისო ჯარების უმრავლესობა ავღანეთს დატოვებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016