reportiori.ge - ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:50
მსოფლიო
ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ავტორი: ანა შანიძე
16 დეკემბერი, 2013. 14:42

რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სხდომა მოსკოვში ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, სხდომის თავმჯდომარეები რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები, ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი იქნებიან.


კომისიის სხდომის ფარგლებში, იგეგმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა. ასევე საუბარი იქნება ერთობლივ ნაბიჯებზე ისეთ პერსპექტიულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ენერგეტიკის სფერო, ტრანსპორტი, კოსმოსი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები და ა.შ.


სხდომის დასრულების შემდეგ, იგეგმება ორმხრივი დოკუმენტების პაკეტზე ხელმოწერა.


ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოსკოვში არ იგეგმება ხელმოწერა უკრაინის საბაჟო კავშირი გაწევრიანების ან რაიმე სახის თანამშრომლობის შესახებ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016