რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სხდომა მოსკოვში ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომის თავმჯდომარეები რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები, ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი იქნებიან.
კომისიის სხდომის ფარგლებში, იგეგმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა. ასევე საუბარი იქნება ერთობლივ ნაბიჯებზე ისეთ პერსპექტიულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ენერგეტიკის სფერო, ტრანსპორტი, კოსმოსი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები და ა.შ.
სხდომის დასრულების შემდეგ, იგეგმება ორმხრივი დოკუმენტების პაკეტზე ხელმოწერა.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოსკოვში არ იგეგმება ხელმოწერა უკრაინის საბაჟო კავშირი გაწევრიანების ან რაიმე სახის თანამშრომლობის შესახებ.