reportiori.ge - ტრიო „სიმი“ საიუბილეო კონცერტს გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:39
კულტურა
ტრიო „სიმი“ საიუბილეო კონცერტს გამართავს
16 დეკემბერი, 2013. 14:56

ტრიო სიმი" 25 წლის საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. ქალაქური სიმღერის საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 დეკემებრს გაიმართება.

 

ტრიო მაყურებლის წინაშე ორკესტრის თანხლებით წარსდგება და 2-საათიან პროგრამას შესთავაზებს.  საიუბილეო კონცერტზე მომღერლები 16 ქალაქურ სიმღერას შეასრულებენ. კონცერტის დასასრულს კი ფილარმონიის წინ მათი ვარსკვლავი გაიხსნება.


ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით იმართება. 

 

ტრიო სიმი" 1988 წლის დეკემბერში შეიქმნა. ანსამბლის წევრები არიან ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ინჟინრები: ზაზა ვეფხვაძე, რევაზ გელაშვილი და ზურაბ ცქიტიშვილი.


პირველი სიმღერა, რომელიც ახალგაზრდა მეგობრებმა იმღერეს, ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით „წუხელ თოვდა" ოთარ რამიშვილმა დაწერა. შემდეგ ტრიოს მიერ შესრულებული „ქუთაისო ჩემო", „თუთა", „ღვინის აღმართი", „კესანები" და სხვა ქალაქური სიმღერები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც შეიყვარეს.


1991 წელს, ტრიომ პირველი აუდიო კასეტა, სახელწოდებით რეტრო" ჩაწერა, რომელშიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები შედის. სიმმა" 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართა კონცერტები.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016