reportiori.ge - ორთაჭალის ჰესთან უკანონო თევზჭერაზე მოქალაქე დააჯარიმეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:23
საზოგადოება
ორთაჭალის ჰესთან უკანონო თევზჭერაზე მოქალაქე დააჯარიმეს
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 12:35

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერაზე მოქალაქე ფელიქს მირიმანიანი დააჯარიმეს. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, ჰესიდან 500 მეტრისა და ხიდიდან 50 მეტრის მოშორებით თევზაობა ნებისმიერი საშუალებით აკრძალულია. მისი თქმით, ამ ფაქტზე მეთევზეები არაერთხელ გააფრთხილეს. რაც შეეხება ფელიქს მირიმანიანს, ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, მსგავს ფაქტზე ადმინისტრაციული ჯარიმა მას ერთხელ უკვე ჰქონდა დაკისრებული. შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, მასალები გადაეგზავნება სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს, რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს. იმის გამო, რომ ეს მეორე შემთხვევაა, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზრდება", - განაცხადა მუკნიაშვილმა. როგორც მეთევზე აცხადებს, ორთაჭალის ჰესთან ანკესით თევზაობდა. პენსიონერი ვარ, მიჭირს და იმიტომ ვთევზაობ", - განაცხადა მირიმანიანმა. თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ჯარიმები 17 ივლისიდან გაიზარდა. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით 2 000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016